|
2017-07-26 11:53:39, 2378 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობის შეხედულებებს სრულად ასახავს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 32%-ს სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. იმ ადამიანთა უმრავლესობა(59%), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებებზე. გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2% დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს. ასევე, იმ მოქალაქეებიდან, ვისაც არ სმენის ამ პტიცესის შესახებ, მხოლოდ 6% ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს, 47% -ის აზრით, ნაწილობრივ ასახავს, 32%-ის თქმით, საერთოდ არ ასახავს. NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. მეორე ნაწილს კი საზოგადოებას ხვალ გააცნობენ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)