14:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 11:08:56, 2166 ნახვა

საზოგადოება
NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 77% უჭერს, ნატო-ში წევრობას კი - 66%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% ეთანხმება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

გამოკითხულთა 77%-ისთვის მთავრობის საგარეო კურსი, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მისაღებია, 16%-ისთვის მიუღებელის.

ნატო-ში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 66% უჭერს, 23% კი ეწინააღმდეგება.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics