|
2017-07-25 17:05:16, 2320 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი საზოგადოებრივ ცენტრებში შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი სოფელ მეჯვრისხევისა და ბერძენაულის საზოგადოებრივ ცენტრებს ესტუმრა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც გაეროს მანდატის მნიშვნელობასა და რეგიონში მშვიდობის თემას დაეთმო, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. გიორგი ტუმასიანი დისკუსიის ფორმატში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნო. შეხვედრებს 30 ახალგაზრდა დაესწრო. დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი აქტივობებიც, რომლებიც სასწავლო წლის განახლების შემდეგ ჩატარდება. შეხვედრის მონაწილეები ასევე დეტალურად გაეცნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდულ პროგრამებს, რომელთა მიზანიც სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გარდა, არაფორმალური განათლების საშუალებით რეგიონებში ახალგაზრდების გაძლიერებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები და შემეცნებითი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)