06:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 10:40:07, 848 ნახვა

რეგიონი
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი საქართველოში დაბრუნდა

თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დაასრულა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონი გირესუნის კლინიკაში იყო მოთავსებული.

მათივე ცნობით, მდგომარეობის სტაბილიზაციის შედეგ, პაციენტის, სარფის საბაჟო პუნქტამდე ტრანსპორტირება თურქეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ უზრუნველყო, ამის შემდეგ ქალბატონი კლინიკა "მედცენტრში" იქნა გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოინახულა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„ამჟამად თურქეთის კლინიკებში მკურნალობის კურსს 2 დაშავებული გადის. ისინი სამედიცინო დაწესებულებებს ეტაპობრივად დატოვებენ. ავტოსაგზაო შემთხევა, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავტოავარიის შემთხვევიდან რამდენიმე საათში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე მეუღლესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გაემგზავრა და დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში პირადად მოინახულა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics