|
2017-07-23 16:44:36, 2693 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი სოფელ სნოში სასტუმროს გახსნას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერთან და პატრიარქთან ერთად საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმროს "სნო'' გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიტყვით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და ქვეყნის განვითარებაში ეკლესიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა. "თქვენგან ჩვენ ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, თქვენგან ვისწავლეთ რწმენა, რწმენა ფანატიზმის გარეშე, თქვენ ნამდვილად შეძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი.ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის მტკიცე ხელი, რომლითაც თქვენ ქართული ეკლესიის მეშვეობით ქართული სახელმწიფოს განვითარებასაც განაპირობებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო საქართველოში გაყოფილია, გავლენა ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტისა პოლიტიკურ პროცესებზე უდაოა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა და კონცეფციის მიხედვით, სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას და ადგილოვრივ მოსახლეობას მოხმარდება. დღესვე ახალი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. ოთხტომეული პატრიარქის პირად მიმოწერას აერთიანებს.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)