|
2017-07-23 12:30:05, 2292 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, GWP-ს ოპერაციული მართვის დირექტორთან მამუკა კიკალიშვილთან და საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, მიხეილ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასათიანის ქუჩაზე წყალსადენის და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. წყალსადენის მაგისტრალური ქსელის და განშტოებების 240 გრძივი მეტრი იცვლება ახლით. პარალელურად წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 7 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. წყალსადენის ახალ ქსელზე 7 საკვანძო-სათვალთვალო ჭა მოეწყობა. ამასთანავე წყალარინების ქსელის 100 გრძივი მეტრი იცვლება ახლით, რომელზეც განახლდება სათვალთვალო ჭები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის ახალ საფარს საბურთალოს გამგეობა დააგებს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. „ასათიანის ქუჩაზეძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე წლების მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების გამო მიწის საფარი იყო ჩაწეული. ამჟამად მასშტაბური კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ხდება დაერთებები გარშემო დასახლებებთან. მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების დასრულების შემდეგ საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია მოაწყობს გზის საფარს და ტროტუარებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)