13:17 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 10:25:43, 2541 ნახვა

საზოგადოება
„ევროპული საქართველო“ დღეს აღმაშენებლის გამზირზე აქცია-მსვლელობას „არა რუსულ ფაშიზმს“ გამართავს

დღეს საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველო“ აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სასახლესთან    აქცია მსვლელობას „არა რუსულ ფაშიზმს“ გამართავს.

როგორც პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია აცხადებს, აქციის მიზანია, ყველამ დაინახოს, რომ საქართველო სიძულვილის და ძალადობის ქვეყანა არ არის.

„აქციის მთელი არსი არის არა იმ პატარა მარგინალურ ჯგუფთან ჯიბრი, არამედ ჩვენება ყველასთვის, რომ საქართველო არ არის სიძულვილის და ძალადობის ქვეყანა. ჩვენება ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში ასეთი ძალადობრივი გზით ადამიანების ურთიერთობას“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციის მონაწილეები აღმაშენებლის და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე შეიკრიბებიან. მსვლელობა 20:00 საათზე დაიწყება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics