|
2017-07-22 11:45:27, 3594 ნახვა
მსოფლიო
ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ ქართველ მამაკაცს ეძებეს
ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველ მამაკაცს ეძებეს. მედიასაშუალება RÚV-ის ინფორმაციით, ბეგაძის ავტომობილი სამართალდამცველებმა ჩანჩქერთან მდებარე პარკში ოთხშაბათს იპოვეს. სწორედ ავტომობილის საშუალებით მოხდა მისი იდენტიფიცირება. „მანქანის მფლობელებს დავუკავშირდით და გაირკვა, რომ ბეგაძემ მანქანა ითხოვა“, - განაცხადეს პოლიციაში. ადგილზე მოქალაქეების გამოკითხვის შედეგად, პოლიციამ დაადგინა, რომ ნიკა ბეგაძე ჩანჩქერთან მდინარეში ბანაობდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, ძებნის პირობები რთულია, ვინაიდან ჩანჩქერი ძლიერი და ცივია: „შეიძლება თვეები დასჭირდეს, რომ ჩანჩქერში ჩავარდნილი ადამიანის კვალი მოიძებნოს“. ბეგაძის მეგობრის დახმარებით, პოლიციამ გვიან ღამით, საქართველოში მისი ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ აცნობა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)