|
2015-04-23 11:37:33, 604 ნახვა
საზოგადოება
„დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით 11 დაცული ტერიტორიის დაარსებიდან 12 წლის იუბილე აღნიშნეს
საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით, 11 დაცული ტერიტორიის დაარსებიდან 12 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა. 2003 წლის 22 აპრილს პარლამენტის მიერ ძალაში შევიდა საქართველოს კანონი -„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც მოიცავს საქართველოს 8 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნასა და 3 არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებას. შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ მოწვეულ სტუმრებს, დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებისთვის 2003 წლის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საქართველოს დაცულ ტერიიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)