|
2017-07-20 22:11:51, 2782 ნახვა
მსოფლიო
ტანგოს ცეკვავს ორი - გერმანიასა და თურქეთს შორის ურთიერთობა იძაბება
"თურქეთი არასტაბილური ქვეყანაა, როგორც გერმანული ინვესტიციებისთვის, ასევე გერმანიის მოქალაქეებისთვის" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია გადახედავს ინვესტიციების პოლიტიკას თურქეთის რესპუბლიკაში. "არავის არ ურჩევ, ინვესტიცია მოახდინოს ეკონომიკაში, სადაც არ მუშაობს სამართლებრივი თანასწორობის პრინციპი. ქვეყანაში სადაც კომპანიებს ტერორისტულ ორგანიზაციებად აცხადებენ და ადამიანებს უაპელაციოდ იჭერენ, ასეთ ქვეყანასთან გერმანიას არ შეიძლება კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თურქეთში დაცული იქნება, სიტვის და გამოხატვის თავისუფლება. შემოქმედების თავისუფლების უფლება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, თურქეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და მეგობრობაზე. თუმცა ტანგოს ცეკვავს ორი" - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა. გერმანიის საგარეო მინისტრის განცხადებას პრეზიდენტ ერდოღანის წარმომადგენელი, იბრაგიმ კალინი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გერმანული მხარის ნაბიჯი არის თურქული სასამართლო სისტების აშკარა უპატივცემულობა. "არავის დავუთმობთ ჩვენს თავისუფლებას" - დასძინა ერდოღანის წარმომადგენელმა. გერმანიასა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. გერმანული პრესა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებით, დაკავებული იქნა გერმანელი რეჟისორი პიტერ შტოინერი, მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)