|
2017-07-19 20:05:15, 2783 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პოროშენკომ ინვესტორებსა და უკრაინელ ტურისტებს საქართველოს შესაძლებლობების აღმოჩენისაკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბათუმში, უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა. პოროშენკო აჭარის ბიზნესფორუმის მონაწილეებს ქართულად მიესალმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის განმავლობაში, დარწმუნდა, ქართველებსა და უკრაინელებზე ახლოს ერთმანეთთან არავინაა. "ეს ორი დღე იყო ყველაზე ნათელი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, პრეზიდენტების, მთავრობების ურთიერთობების უპირობო დადასტურება, არამედ ჩვენი ერების სტრატეგიული ურთიერთობის დასტურიც. ჩვენ მებრძოლი, მაგრამ ამავდროულად მშენებელი ქვეყნები ვართ. დღეს უკრაინა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები არიან. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ბევრი რეფორმა და კარდინალურად შევცვალეთ ქვეყანა. უკრაინელებმა და ქართველებმა მიიღეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ, მე გთხოვთ ძვირფასო მეგობრებო, არ გავამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა - ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის გადაკვეთონ ევროკავშირის საზღვარი ბიომეტრიული პასპორტით, არა - ნუ ამარტივებთ ამას, ეს არის საბოლოო დამშვიდობება საბჭოთა კავშირთან და რუსეთის იმპერიასთან და ჩვენ ვბრუნდებით ევროპული ერების ოჯახში", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველო - უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალზე ისაუბრა და ინვესტორებსა და უკრაინელ ტურისტებს საქართველოს შესაძლებლობების აღმოჩენისაკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)