01:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 10:55:15, 608 ნახვა

საზოგადოება
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ანგარიშს წარადგენს

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის პოლიკლინიკების და საავადმყოფოების ხელმძღვანელებს, ასევე აცრებზე პასუხისმგებელ პირებს წარუდგენს ანგარიშს - „აჭარაში მართვადი ინფექციების მიმართ აცრებით მოცვის მაჩვენებლების შესახებ“. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციას დაქვემდებარებული სამიზნე მოსახლეობის შესახებ ამცრელი უბნებიდან წარმოდგენილი სტანდარტული ანგარიშის საფუძველზე 2014 წელს  ვაქცინოპროფილაქტიკას დაექვემდებარა   1 წლამდე ასაკის  5992  ბავშვი.

შეხვედრის მიზანია,  კიდევ ერთხელ  მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება,  ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისთვის, მედიისთვის, მოსახლეობისთვის და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება – იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდით და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე სპეციალური ფოკუსირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics