|
2017-07-17 19:09:38, 2701 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტი საქართველოში დაბრუნდა
თურქეთის კლინიკა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა კიდევ ორმა პაციენტმა დატოვა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი რამდენიმე საათის წინ გადმოკვეთა. მათ საქართველო-თურქეთის საზღვარზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე დახვდნენ. სამინისტროს ცნობით, დაშავებული დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, ისინი თურქეთის კლინიკაში 24 საათიანი მეთვალყურეობის მიზნით დააყოვნეს და დღეს სარფის საბაჟომდე მათი ტრანსპორტირება თავად თურქულმა მხარემ უზრუნველყო. „პაციენტებს საზღვარზე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახვდა და ისინი ხელახალი კონტროლის მიზნით ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი დედა-შვილმა კლინიკა დატოვა და სახლში გაემგზავრნენ. ამჟამად თურქეთის კლინიკებში მკურნალობის კურსს 5 დაშავებული გადის. ისინი სამედიცინო დაწესებულებებს ეტაპობრივად დატოვებენ. ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავტოავარიის შემთხვევიდან რამდენიმე საათში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე მეუღლესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გაემგზავრა და დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში პირადად მოინახულა. ზურაბ პატარაძე ტრაპიზონში გვიან ღამემდე დარჩა და ორგანიზება გაუწია 25 ბავშვის სამშობლოში დაბრუნებას. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კი ბათუმში დღეს დაბრუნდა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)