11:24 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 11:19:24, 2471 ნახვა

საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2017“-ის პრეზენტაცია რეგიონებში

„საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია“ 9 ივლისიდან „მოყვარულთა თასი 2017“-ის პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მართავს.

შეხვედრებს ესწრებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მონაწილე გუნდების წარმომადგენლები, ასევე, სოფლის რწმუნებულები და სხვა დაინტერესებული პირები. პრეზენტაცია მიზნად ისახავს „მოყვარულთა თასი 2017“-ის პოპულარიზაციას და მონაწილე გუნდებისათვის ჩემპიონატის დებულებისა და მონაწილეობის წესების გაცნობას, ასევე, დამატებით საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სამომავლო მიზნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ასოციაციის წარმომადგენლებმა 9-13 ივლისს შეხვედრები გამართეს აღმოსავლეთ საქართველოს ზონის რეგიონებში, კერძოდ:

10 ივლისი -სამცხე-ჯავახეთი - ასპინძა - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 6

11 ივლისი - შიდა ქართლი, გორი; მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა - მონაწილე გუნდების რაოდენობა 12.

12 ივლისი - კახეთი - თელავი - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 8

13 ივლისი - ქვემო ქართლი - დმანისი - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 6

„მოყვარულთა თასი 2017“ იყოფა ორ ზონად: აღმოსავლეთი - 7 მუნიციპალური ლიგა და დასავლეთი -  6 მუნიციპალური ლიგა. ლიგების საუკეთესო გუნდები - 16 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ეტაპზე.

2017 წლის 15-18 ივლისს ასოციაციის წარმომადგენლები პრეზენტაციას გამართავენ დასავლეთის ზონის რეგიონებში - სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, გურია.

რეგიონალური ეტაპი სტარტს აიღებს 2017 წლის 22 ივლისიდან.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics