15:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 16:08:30, 3443 ნახვა

მსოფლიო
მოსულში დამარცხების შემდეგ, ISIS-მ ქალაქ ტალ-აფარის დამოუკიდებლობა გამოაცხადა

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყში მდებარე ქალაქი ტალ-აფარი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, - ამის შესახებ Iraqinews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჯიჰადისტების ლიდერები სასიკვდილო განაჩენით დაემუქრნენ იმ ადამიანებს, რომლებიც წესრიგს დაარღვევენ.

როგორც მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ქალაქს მთლიანად არაბები და უცხოელები აკონტროლებენ.

სააგენტო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაჯგუფებამ შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების საკითხი.

ცნობისთვის, მოსულიდან 50 კილომეტრით დაშორებული ქალაქი დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" 2014 წლის ივნისში დაიკავა. ქალაქის გასათავისუფლებლად ერაყის არმია ოპერაციას ამ დრომდე მართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics