|
2017-07-11 18:02:23, 2082 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში მედიატური მოეწყო
ქუთაისის ცენტრალურ არქივის ახალი შენობაში მედიატური მოეწყო. ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა უმასპინძლეს. ქუთაისის ცენტრალური არქივი გამორჩეულია საკუთარი ფონდებითა და კოლექციებით − აქ დაცულია დოკუმენტები მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე და მათი დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა მომავალი თაობებისათვის საარქივო საგანძურის შემონახვას ემსახურება. შენობის დათვალიერებასთან ერთად ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული უძველესი და უნიკალური საარქივო მასალის ორიგინალები ენახათ. გარდა იმისა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი ლამაზი ნაგებობა შეემეტა, ქუთაისის ცენტრალურ არქივს პირველად აქვს ახალი შენობა, რომელიც დაპროექტებული და აგებულია საგანგებოდ საარქივო საჭიროებისათვის. შენობის არქივსაცავები მოწყობილია საერთაშორისო ნორმების შესაბამისი თანამედროვე ვენტილაცია-კონდიცირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. ქუთაისის ცენტრალური არქივი 1921 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად აქ დაცულია XVIII საუკუნიდან დღემდე შექმნილი დოკუმენტები − ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846 - 1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) და სხვა ფონდები. უნიკალურ დოკუმენტებს შორის შეხვდებით იმერეთის მეფეების − სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორეს სიგელებსა და წყალობის წიგნებს; მოსახლეობის აღწერის მასალებს; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფებს; ქუთაისის კლასიკური და ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიების დაარსების ამსახველ დოკუმენტებს და სხვა მასალას. ქუთაისის ცენტრალური არქივის თანამედროვე სტანდარტების საცავებში თავს მოიყრის ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის 4 334 საარქივო ფონდის 905 432 საქმე. ეროვნული არქივის მხარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2012 წლის მიწურულს გამოაცხადა. ბოლო წლებში ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურული ბაზა მისი არსებობის განმავლობაში პირველად განახლდა და გაიზარდა. ბოლო ათწლეულებში პირველად აშენდა ეროვნული არქივის ახალი თანამედროვე შენობა რუსთავსა (ქვემო ქართლის რეგიონული არქივი) და ქუთაისში (ქუთაისის ცენტრალური არქივი); 2016 წელს გაიხსნა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი, სადაც ფუნქციონირებს მედიათეკა, ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია და კაფე; სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თანამედროვედ აღიჭურვა არქივის შენობები ზუგდიდსა და თელავში. (NS)
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)