|
2017-07-11 10:42:40, 2502 ნახვა
მსოფლიო
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით დასრულდა - „ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია“ (ფოტო)
ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულია, - ამის შესახევ Reuters იუწყება. "ვაცხადებ, რომ დღეიდან მოსული გათავისუფლებულია დაეშის ტერორისტებისგან. ახლა გვაქვს ახალი მისია. უნდა შევქმნათ სტაბილურობა, გავერთიანდეთ, რომ ტერორიზმი საბოლოოდ დამარცხდეს", - განაცხადა ერაყის პრემიერმა. ალ-აბადიმ მებრძოლებს და ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციას თავდადებისთვის მადლობა გადაუხდა და ISIS-ზე გამარჯვება მიულოცა. მედიის ცნობით, ერაყის არმიამ დროშა გათავისუფლებულ ქალაქში კვირას აღმართა. ამასთან, ქალაქში ამ დრომდე საბოლოო გაწმენდითი სამუშაოები მიმდინაროებს, რათა ტერორისტების მიმალვა და შემდეგ მათ მიერ განხორციელებული შესაძლო თავდასხმების თავიდან არიდება მოხდეს. გარდა ამისა, ერაყის პრემიერს გამარჯვება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მიულოცა და დასძინა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ბოლომდე განადგურდება. როგორც ტრამპმა აღნიშნა, „ისლამური სახელმწიფოს“ არსებობის დღეები სირიასა და ერაყში უკვე დათვლილია. შეგახსენებთ, რომ მოსულის გამათავისუფლებელი მასშტაბური ოპერაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ქალაქს ბოლო 3 წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)