15:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 11:46:24, 2633 ნახვა

მსოფლიო
თურქეთ-სირიის საზღვართან სროლა იყო - დაიღუპა 2 პოლიციელი

თურქეთ-სირიის საზღვართან "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრებმა ადგილზე მყოფ სამართალდამცველების თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 2 პოლიციელი დაიღუპა, 1 კი დაშავდა, - ამის შესახებ Dailysabah იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მესაზღვრეები ავტომობილების რიგით შემოწმებას ახორციელებდნენ.

"ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები ადგილიდან მიიმალნენ, მას შემდეგ რაც პოლიციამ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

მედიის ცნობით, დაჭრილი სამართალდამცველები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორი მათგანი გზაში, მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ადგილობრივმა პოლიციამ ტერიტორიის ბლოკირება მოახდინა. ამასთან, ტერორისტების მანქანა ერთ-ერთ რაიონშია ნაპოვნი და სპეცოპერაცია მიმდინაროებს.

ცნობისთვის, "ქურთისტანის მუშათა პარტია" თურქეთში, ამერიკის შეერტებული შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, წლების განმავლობაში 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცველები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფების დანაკლისმა 10 000 ე.წ. ბოევიკი შეადგინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics