|
2017-07-07 19:45:23, 2189 ნახვა
საზოგადოება
სეს: ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლის ოთხ ნიმუშში გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო სანელებლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტო ბაზრის მონიტორინგს სურსათში ტოქსიკური ელემენტების შემცველობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ნიმუშების აღება მიმდინარეობს როგორც მსხვილი, ასევე მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან, მათ შორის, აგრარული ბაზრებიდან. "მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. აღებული ნიმუშებიდან უკვე გამოკვლეულია 25, საიდანაც დარღვევა - დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა გამოვლინდა 4 ნიმუშში. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ჩატარებული კვლევით, ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ- სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ; მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ; მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ; სუნელი-5,60მგ/კგ. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს. 2015 წლის 9 სექტემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოდან მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შეტყობინება საქართველოდან გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეტყობინების მიღებისთანავე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ იქნა 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სანელებლების ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებზეც საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება",-ნათქვამია განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)