|
2017-07-07 17:18:48, 3089 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
გრიგორი კარასინი: რა ხდება? ხდება ის, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი
რა ხდება? ხდება ის, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი და ამას აკეთებენ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა. როგორც კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საზღვრის დემარკაციის საკითხზე მსჯელობა არაერთხელ მოითხოვა, თუმცა კარასინის თქმით, ქარტულ მხარეს მსჯელობა არ სურს. „ერთმანეთს პოლიტიკურ საკითხებზე მოსაზრებები გავუზიარეთ. ეს არ შედის პრაღის დღის წესრიგში. ჩვენ მოვისმინეთ ქართული მხარის მოსაზრება, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მაგრამ პრაღაში ამ თემებზე არ ვისაუბრებ. აქ რომ ვისაუბრო უსაფრთხოების საკითხებზე და პოლიტიკურ თემებზე, მაშინ გავიმეორებთ ჟენევას. ჟენევაში უკვე ვისაუბრეთ და კიდევ ვისაუბრებთ. ის უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ შეხვედრამდე სიტუაციის დაძაბვა ხდება. საქართველოში გარკვეულ ძალებს ეს სჭირდებათ, ვინც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგი არიან. გვარებსა და სახელებს არ დავასახელებ. თქვენ იცით მათ შესახებ. ან სკანდალს აწყობენ, ან ვიღაც მიჰყავთ საზღვარზე და აკეთებენ განცხადებებს. ეს აჩვენებს, რომ ყველას ინტერესში არ შედის, რომ ურთიერთობები განვითარდეს“, - განაცხადა კარასინმა. კარასინის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პოზიტიური ახალი ამბებიც არის. „გვაქვს პოზიტიური ახალი ამბები, ეს ეხება, მაგალითად, არქივებს, დაინტერესებულები არიან, რომ ურთიერთობები ჰქონდეთ. მე ვფიქრობ, რომ წავედით წინ საბაჟო რეგულირების საკითხების მოგვარების კუთხით. ძალიან დიდი ხანია ამაზე ვმუშაობთ. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ პრაქტიკული რეალიზაციის ეტაპზე ვართ. მოვილაპარაკეთ ექსპერტების დონეზე შეხვედრებზე თუ როგორ მოვახდენთ ყაზბეგი-ლარსის გზის მოდერნიზებას. ამის შესახებ ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ. აღვნიშნეთ, რომ ვაჭრობის მაჩვენებელი ქვეყნებს შორის გაიზარდა. წელს პირველი 6 თვის მანძილზე, თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა. ტურიზმიც პერსპექტიული მიმართულებაა“, - განაცხადა კარასინმა.
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)