|
2017-07-07 15:35:49, 2324 ნახვა
სამართალი
ირმა ჭკადუა: ეს უნდა იყოს პრეცედენტი, რომ არცერთმა პოლიციელმა ადამიანისთვის ნარკოტიკის ჩადება არ გაბედოს
„ეს უნდა იყოს პრეცენდენტი იმისათვის, რომ მომავალში არც ერთმა პოლიციელმა არ გაბედოს უდანაშაულო ადამიანებს ნარკოტიკი ან იარაღი ჩაუდოს", - ამის შესახებ მიხეილ თათარიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ თათარიშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება მაგალითი პროკურორებისთვის, განახორციელონ საპროკურორო ზედამხედველობა და არ ენდონ პოლიციელებს, რომლებიც უკანონო ქმედებებში არიან შემჩნეულები. „მე ვფიქრობ პოლიციელი, რომელიც ჩადის ასეთ საქციელს, ეს არის საბოტაჟი სახელწმიფოს წინააღმდეგ მიმართული. იმედს ვიტოვებ იდენტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ იმ დაკავებულებისთვისაც, რომელთა მიმართაც არსებობს ამდენი კითხვის ნიშანი. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ბაჩო სირაძეს, იმედს ვიტოვებ, რომ ისიც გათავისუფლდება, შემდეგ კაჭარავა ქალბატონი კილაძის შვილი და ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო პატიმრობაშია. ჩვენ აუცილებლად სამართლებრივად მივყვებით ამ გზას“,-აღნიშნა ჭკადუამ. ცნობისთვის, სასამართლომ პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარაშვილი გაამართლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)