|
2017-07-04 13:39:57, 1996 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ჩაჩხუნაშვილმა დელეგაციის წევრებს ქართულ სარეგისტრაციო სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმები, სააგენტოს პრიორიტეტული მიმდინარეობები და მნიშვნელოვანი პროექტები წარუდგინეს. უკრაინელი სტუმრები დეტალურად გაეცნენ საჯარო რეესტრის ელექტრონულ სერვისებს, სააგენტოს IT ინფრასტრუქტურას, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიმდინარეობას, ასევე სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ელექტრონული რუკების შექმნის პროექტებს. დელეგაციის განსაკუთრებული დაინტერესება უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებამ გამოიწვია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ქსელს უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს. ამონაწერების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ინტეგრირებით სარეგისტრაციო ტრანზაციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, უკრაინის სახელმწიფო მიწის კადასტრის დეპარტამენტის დირექტორის იგორ სლავინის ხელმძღვანელობით, თბილისის იუსტიციის სახლსაც დაათვალიერებენ, მიწის ელექტრონული აუქციონის სისტემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციას დაესწრებიან და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ბიტკოინის მონაცემთა ცენტრს მოინახულებენ. (NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)