12:10 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 11:56:49, 2672 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საზღვარზე მიკროავტობუსი გააჩერეს, რომლითაც 79 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეტანას გეგმავდნენ

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ეროვნულ კრიმინალურ სააგენტოსთან ერთად, საფრანგეთის საზღვარზე მიკროავტობუსი გააჩერეს, რომლითაც ქვეყანაში 79 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეტანას გეგმავდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, იარაღი ძრავის ნაწილებში იყო ჩამალული, რომელიც მიკროავტობუსს მისაბმელით გადაჰქონდა. 

მედიის ცნობით, იარაღის უკანონო შეტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა 59 წლის მძღოლი და 23 წლის თანამგზავრი დააკავეს. ორივე დაკავებული ბრიტანეთის მკვიდრია. სამართალდამცველებმა საეჭვო ავტომობილის აღმოჩენა, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მოახერხეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics