06:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 15:27:36, 796 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა EBRD-თან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც თბილისში 13-15 მაისსა დაგეგმილი, საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, ინვესტორების საბჭო შექმნას.
ამის შესახებ ჟურნალისტებს EBRD-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ განუცხადა.
მისი თქმით, ახალი პროექტზე საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობდნენ და მთავრობამ მისი შექმნის გადაწყვეტილება გუშინ დაადასტურა. ბალვანერას განცხადებით, ინვესტორების საბჭოს ოფიციალურად  სავარაუდოდ, სწორედ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დააფუძნებენ.
„ინვესტორების საბჭო გრძელვადიანი პროექტია და რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს იქნება დიალოგის პლატფორმა საჯარო და კერძო სექტორებს შორის. ვიმედოვნებთ, რომ ახალი პროექტი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდება“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
მისივე თქმით, EBRD-ის შეხვედრაზე საქართველოს როგორც მასპინძელ ქვეყანას, სპეციალური წარდგენა ექნება, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრი და სხვა მინისტრები საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში არსებულ ბიზნესშესაძლებლობებს გააცნობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics