21:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 22:19:54, 2176 ნახვა

საზოგადოება
სეს: სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ ინფორმაციას, არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან

ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ ინფორმაციას, არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

აღნიშნული განცხადებით, სააგენტო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას. 

დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში“ - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics