02:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 13:08:33, 2118 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტი დეპუტატების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერთავდასხმას არ ადასტურებს

დეპუტატების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერთავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტში არ ადასტურებენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს,  საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდა ინფორმაცია ვირუსის არსებობის შესახებ, რის გამოც პრევენციული ღონისძიებები განხორციელდა.

"არ ვიცით საიდან წამოვიდა ინფორმაცია, რომ პარლამენტზე კიბერთავდასხმა მოხდა. არანაირი კიბერთავდასხმა არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ვირუსის შესახებ და გარკვეული პრევენციული ზომები განხორციელდა. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მივიღეთ ინსტრუქცია, თუ როგორი მეილები არ უნდა გაგვეხსნა, საუბარი იყო შემომავალ მეილებზე", - განაცხადეს პარლამენტში.  

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics