|
2017-06-27 12:48:15, 2117 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: სტიქიის, წყალდიდობის, 9 აპრილის დროს, ქართველებს ერთმანეთის შეყვარება და დახმარება გვახასიათებს
„ქართველებს გვახასიათებს, როდესაც წყალდიდობაა, სტიქიაა, 9 აპრილია, ერთმანეთი შეგვიყვარდეს და ერთმანეთს დავეხმაროთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან 3 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის შეფასებით, ფონდმა ქვეყანაში უპრეცედენტო დახმარება შექმნა. „უდიდესი პატივია ვისაუბრო ფონდის იმ სამ წელზე, რომელმაც უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. როდესაც ცა ჩამოიქცევა ერთ ოჯახზე და ერთი კონკრეტული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ჩვენ ვერთიანდებით და იმ ოჯახს ვეხმარებით. ქართველებს გვახასიათებს სტიქიის, წყალდიდობის, 9 აპრილის დროს, ერთმანეთი შეგვიყვარდეს და ერთმანეთს დავეხმაროთ. ფონდი უპრეცედენტო დახმარებას აწარმოებს და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიცოცხლის გადარჩენაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის ფონდის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირკალი ღარიბაშვილს, რომლის იდეაც იყო ამ ფონდის შექმნა. ასევე, მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომელმაც მცირედი რესურსი გამოყო ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. ეს საქმიანობა აუცილებლად გაგრძელდება. იმედი მაქვს, ფონდის მასშტაბი უფრო გაიზრდება. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარობის განცდა გააძლიერა. მჯერა, რომ ფონდი კიდევ მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან 3 წელი გავიდა. ფონდის მიზანია საზოგადოების წინაშე მდგარი ყველა მწვავე საკითხების ეტაპობრივი გადაჭრა თავად საზოგადოების, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ერთიანი ძალისხმევით შექმნილი ალტერნატიული, არასაბიუჯეტო რესურსით. დაფუძნებიდან დღემდე, საერთო ჯამში სოლიდარობის ფონდმა უკვე დაამტკიცა 400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაფინანსება, მათ შორის 155 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 245 შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. სოლიდარობის ფონდის გარშემო უკვე გაერთიანდა 700-ზე მეტი საჯარო სამსახურის 60 ათასზე მეტი თანამშრომელი, 70 ორგანიზაცია, მათ შორის 56 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია. ამ ერთიანობამ გახადა შესაძლებელი ფონდში 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)