|
2017-06-26 16:43:49, 2546 ნახვა
სამართალი
მსჯავრდებულმა „ელექტრონავტ 2016“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა მ.თ-მ ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების მე-9 ცერემონია „ელექტრონავტ 2016“- ში მიიღო მონაწილეობა. სამინისტროს ინფორმაციით, ინოვაციური და თანამედროვე პოპკულტურის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია საკონცერტო დარბაზ „სფეის ჰოლში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მსჯავრდებულმა და თანამედროვე ქართველმა არტისტებმა საკუთარი მუსიკალური ნომრები ცოცხლად შეასრულეს. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მსჯავრდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაწერილი საკუთარი მუსიკალური ნომერი შეასრულა, რომელიც „ელექტრონავტ 2016“-ის ნომინაცია „წლის საუკეთესო ტრეკში“ იყო წარდგენილი. ფონდ „ელექტრონავტების” დამფუძნებლის სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ელექტრონავტებში მსჯავრდებულის მონაწილეობა უპრეცედენტო შემთხვევაა. „ელექტრონავტები უკვე ცხრა წელია არსებობს, მაგრამ წელს მსჯავრდებულის მონაწილეობა განსაკუთრებული შემთხვევაა. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და მანიშნებელია იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ციხეშია, კულტურულ ცხოვრებას არ არის მოწყვეტილი. ვფიქრობ, ეს ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესს“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ. მსჯავრდებულის თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულებაში სპეციალური ოთახი გამოუყო, სადაც სტუდია გააკეთა და აქტიურად მუშაობს მუსიკის წერაზე. „წელს „ელექტრონავტებში“ პირველად ვიღებ მონაწილეობას და წარდგენილი ვიყავი ნომინაციაში „წლის საუკეთესო ტრეკი“. მომეცა საშუალება, ჩემი კომპოზიცია დაჯილდოების ცერემონიაზე შემესრულებინა. დაწესებულებაში ჩემი პროფესიით ვარ დაკავებული. ვაკეთებ იმას, რაც გარეთ უნდა გამეკეთებინა - ვწერ მუსიკას და ამაში დაწესებულების ადმინისტრაცია ხელს მიწყობს“, - აღნიშნა მსჯავრდებულმა. ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის ყოველწლიური ფესტივალი 2008 წელს დაარსდა და მიზნად ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენას ისახავს.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)