06:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 15:11:14, 847 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძე ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად გამართულ შეხვედრას დაესწრო

26 ივნისს, „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღ“-ის აღსანიშნად ა/ო კავშირი ,,იმედი“–ის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა/მრგვალი მაგიდა გაიმართა.

შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 26 ივნისი ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ 1987 წელს გამოაცხადა და პრობლემაზე ზრუნვა ინტენსიურად დაიწყო. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში რამოდენიმე წელია სისტემატიურად იმართება სხვადსხვა ღონისძიება, აქციები, მრგვალი მაგიდა და შეხვედრები, იმართება დისკუსია. თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ხელისუფლება და საზოგადოება სულ უფრო მეტად თანხმდება, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი ქვეყანაში არსებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული პრაგმატული ნარკოპოლიტიკაა. საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ კანონმდებლობა ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ითვალისწინებს არასამართლიან და არაპროპორციულ სასჯელს, რაც ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო, კერძოდ, ევროკავშირის წევრი განვითარებული ქვეყნების პრაგმატულ გამოცდილებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics