|
2017-06-23 16:34:39, 2005 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ირიგაციის სტრატეგია საქართველოსთვის 2017-2025 წლები, სამოქმედო გეგმა“ განიხილეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით შექმნილი „ირიგაციის სტრატეგია საქართველოსთვის 2017-2025 წლები, სამოქმედო გეგმა“ განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიის სამოქმედო გეგმა პირველი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც დარგის კომპლექსური განვითარება მოხდება. დოკუმენტი დარგის განვითარების ოთხ ძირითად მიმართულებას - მელიორაციის კომპანიის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ლოკალური დონის სისტემის მენეჯმენტის შექმნას, სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საირიგაციო მომსახურების რეგულირებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ირიგაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სოფლის განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრის საკითხზე გაამახვილა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ განხილვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაციის“ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)