|
2017-06-23 15:43:54, 2014 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასულიერო პირები 27 ივნისს შევლენ
პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქეილ ბოტკოველის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასულიერო პირები 27 ივნისს შევლენ. ბოტკოველის ინფორმაციით, პეციალური ნებართვის შემდეგ მამა გიორგისთან დეკანოზი დავით შარაშენიძე და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მივლენ. "როგორც გამოვიტანე აზრი, თორნიკე მამალაძის საუბრიდან, თითქოსდა მამა გიორგის უნდა უწმინდესს რაღაც ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს, რაც აუცილებელია, რომ პატრიარქმა იცოდეს. მამა გიორგი და მამა კახაბერი შევლენ საპატიმრო დაწესებულებაში და თუ სურვილი ექნება მამა გიორგის, ისინი შეასრულებენ შუამავლის ფუნქციას და მოიტანენ ამბავს, რისი თქმაც უნდა მამა გიორგის, რატომ არის ის ასე დაინტერესებული რომ პატრიარქს რაღაც უთხრას", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)