|
2017-06-23 15:30:46, 2113 ნახვა
საზოგადოება
მიქაელ ბოტკოველი: მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ აზიარებენ
პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ზიარება უახლოეს პერიოდში არ იგეგმება. როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ბრალდებისა და ასევე იმ განცხადებების გამო, რომელიც დეკანოზმა გააკეთა, ქორეპისკოპოსმა იაკობმა მას ეპიტემია დაადო. "ზიარება არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ადამიანმა ეკლესიისგან მიიღოს, ეს არის ქრისტესთან შეერთება, მისი სისხლი და ხორცი უნდა მიიღოს ადამიანმა. როდესაც ადამიანს ასეთი ბრალი აქვს წაყენებული, მან როგორც მინიმუმ უნდა წარმოაჩინოს თავისი უდანაშაულობა ამ საქმეში. გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია აქვს. იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას ",- განაცხადა ბოტკოველმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)