|
2017-06-23 14:28:48, 2363 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
ხიდაშელი: ამ ქვეყანაში ვერც ერთი კონსტიტუცია ვერ უძლებს ერთზე მეტ ხელისუფლებას და ამ კონსტიტუციასაც შანსი არ აქვს
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, ახალ კონსტიტუციას მომავალი არ აქვს. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, კონსტიტუციის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი ქვეყანაში ძირითად ფუნდამენტურ ჩონჩხზე უნდა იყოს შემდგარი. "ამ ქვეყანაში ვერც ერთი კონსტიტუცია ვერ უძლებს ერთზე მეტ ხელისუფლებას და სამწუხაროდ, ისევ იმავე რეალობაში ვართ და ამ კონსტიტუციასაც არავითარი შანსი არ აქვს მიაღწიოს იქამდე, რა ვადებსაც მასში წერენ. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ კონსტიტუციის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი უნდა იყოს შემდგარი ქვეყანაში ძირითად ფუნდამენტურ ჩონჩხზე, რა ფუნდამენტზე დგას ესა თუ ის სახელმწიფო და ამის შემდეგ, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები ვდაობთ სხვადასხვა ტაქტიკურ თემაზე, მაგრამ სტრატეგიული მიმართულება, ქვეყანა რა გზით მიდის, კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ და ამაზე ყველა ერთად უნდა შეთანხმდეს“, - განაცხადა ხიდაშელმა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, უსაფრთხოების ნაწილში კონსტიტუციის აღნიშნულ მოდელს ორი მთავარი პრობლემა აქვს. „ამ კონსტიტუციას მომავალი არ აქვს. როგორც 2003 წელს მიშას მიღებულ კონსტიტუციას მომავალი არ ჰქონდა, ზუსტად იგივე მიზეზების გამო. უშიშროების საბჭოს გაქრობა გაქრობა არის ძალიან მძიმე ამბავი ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს და მუდმივი განგრძობადი ომის პირობებშია. მეორე პრობლემა არის ის, რომ მიუხედავად დაპირებისა, ეს რაღაცა სხვა შეიარაღებული ძალები ამ წუთის მდგომარეობით ისევ წერია ტექსტში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)