|
2017-06-23 12:57:48, 2096 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი დეკანოზის ძმას: რატომ ამბობთ, რომ მამა გიორგი ჩემთან ღამე რჩებოდა, უნდა გეშინოდეთ ღმერთის, როცა ამას ლაპარაკობთ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს უსაყვედურა და აღნიშნა, რომ პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედონ. ილია მეორემ დეკანოზის ძმას თორნიკე მამალაძის ურჩია "ფრთხილად ილაპარაკოს". „ორშაბათის გაზეთში იყო თქვენი ინტერვიუ. პატრიარქთან რჩებოდაო ღამე მამა გიორგი. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ. ჩემთან რჩება სამი ადამიანი: დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი. ყოველ დღე და ღამე და თქვენ იმას ამბობთ, რომ ღამე რჩებოდაო, კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა? ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო, რაც თავში მოგადგება უნდა განსაჯო, გააანალიზო. პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო“, - განაცხადა პატრიარქმა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სიმართლემ უნდა იზეიმოს. "სიმართლემ უნდა იზეიმოს და სიმართლე უნდა ითქვას და არა სიყალბე. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში, ჩვენ არც გვაქვს უფლება ჩავერიოთ. ეს თვითონ იციან. ჩემი მისვლა არ შეიძლება იმიტომ რომ იტყვიან - ზეგავლენა იქონიაო", - დასძინა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)