|
2017-06-23 12:10:41, 1972 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი დეკანოზზე: ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ მამა გიორგი დააპატიმრეს
„ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ დააპატიმრეს მამა გიორგი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ საქმეზე სიმართლე დადგინდება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე მაინც გამოვლინდება და გავიგებთ სიმართლეს, ვის სჭირდებოდა ეს პროვოკაცია. მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ დააპატიმრეს მამა გიორგი. მაგრამ ღმერთი მოწყალეა და ღმერთმა მშვიდობა მისცეს მამა გიორგის, მის ოჯახს. მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება“, - მიმართა პატრიარქმა დეკანოზის ოჯახს. შეგახსენებთ, საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)