|
2017-06-20 15:02:56, 2321 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიმონარქიასთან დაკავშირებით გუშინდელი განხილვა, „გაუგებარი პიარ-აქცია იყო“
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მონარქიასთან დაკავშირებით გუშინდელი განხილვა, ერთდღიანი გაუგებარი პიარაქცია იყო, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, როდესაც საუბარია მმართველობის მოდელზე, მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრის გაგება. "რაც შეეხება ასეთ სერიოზულ თემებს, თუ ქვეყანაში როგორი საკონსტიტუციო მოდელი უნდა იყოს დამკვიდრებული, როდესაც ზოგადად საქმე მმართველობის საკონსტიტუციო მოდელს ეხება, ჯერ ხალხს და საზოგადოებას უნდა შევეკითხოთ და გარკვეულ ცვლილებებზე შემდეგ უნდა იყოს საუბარი", - განაცხადა მიშველაძემ. შეგახსენებთ, რომ საკვირაო ქადაგების დროს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. ამასთან, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ და საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)