05:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 13:55:51, 2546 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ქუცნაშვილი: მინისტრმა ბრძანა, რომ შსს-ს არცერთი ქვედანაყოფი აფგან მუხთარლის საქმესთან კავშირში არ არის

„შს მინისტრმა ბრძანა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი ქვედანაყოფი აფგან მუხთარლის საქმესთან კავშირში არ არის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრებმა შს მინისტრთან შეხვედრააზე ყველა შეკითხვა დასვეს, რაც აქტუალურია.

რაც შეეხება იმას, მიაჩნია თუ არა მიზანშეწონილად საპარლამენტო კომისიის შექმნა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მაშინ უნდა დადგეს, თუ სასამართლოს ჩატარების შემდეგ, რაიმე შეკითხვა დარჩება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდნენ. მღებრიშვილი შეხვედრაზე მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics