|
2017-06-20 13:42:01, 1812 ნახვა
საზოგადოება
მეტროში საბურთალოს ხაზს მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაემატა
მეტროში საბურთალოს ხაზს მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. „ამ დრომდე მოძრაობდა 6 3-ვაგონიანი შემადგენლობა. მოთხოვნის შესაბამისად, დილიდან დაემატა მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადებს და საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. თუ ახლა მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 4,5 -5 წუთია, ახალი შემადგენლობის დამატება გამოიწვევს მოძრაობის ინტერვალის 25 წამით შემცირებას“, - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)