|
2017-06-20 11:58:51, 1896 ნახვა
საზოგადოება
ვაზის პერსპექტიული ჯიშების გამოვლენა გრძელდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ ღვინის ეროვნულ სააგენტოში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონის 12 თეთრი ღვინის ნიმუში, გემოვნური თვისებებით, ქიმიური მახასიათებლებითა და მოსავლიანობის პარამეტრებით შეაფასეს. კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი დეგუსტაციები ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაციას და სამრეწველო ბაზარზე დაბრუნებას უწყობს ხელს. დეგუსტაციის დროს რამდენიმე პერსპექტიული ჯიში გამოვლინდა, ესენია: კუნძა და კაპისტონი (იმერეთი), მესხური მწვანე (მესხეთი), რაჭული მცვივანი (რაჭა), კახური მცვივანი (კახეთი). აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშების მოძიება-აღდგენის პარალელურად, პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და კვლევას ახორციელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)