|
2017-06-20 11:27:48, 1883 ნახვა
საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა
17 – 18 ივნისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მერვე ტურის შეხვედრები „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებზე გაიმართა. უმაღლეს ლიგაში ცენტრალურ შეხვედრაში ლიდერები „სეუ“ – „უქიმერიონი“ 0:0 დაზავდნენ. მოულოდნელი მარცხი იწვნია „სსგ აფხაზეთმა“ – „დიდუბესთან“ 0:2. დანარჩენ შეხვედრებში წყვილის ფავორიტებმა დაგეგმილი ქულები აიღეს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „35-ე თბილისის“ შემტევი გიორგი მაჭარაძე გახდა, რომელმაც „ბასკისთან“ შეხვედრაში თავი სამი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. პირველ ლიგაში იმარჯვეს ლიდერებმა, შესაბამისად სატურნირო ცხრილი უცვლელი დარჩა. გამორჩეული ფეხბურთელი „პლატინუმის“ ლეგიონერი ემანუელ იაგერი გახდა, რომელმაც „დანილენდს“ 6 გოლი გაუტანა. თბილისის ლიგის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|







ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)