|
2017-06-19 12:55:33, 1688 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსებზე მიღებას აცხადებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსებზე. საქმისწარმოების სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს, ტრენინგ-კურსი კი 26-30 ივნისს გაიმართება. ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება, გაეცნოს საქმისწარმოების და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოების ან საარქივო საქმის სპეციალობით და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან უჭირავს მენეჯერის პოზიცია ნებისმიერ სფეროში და სურს უფრო ღრმად შეისწავლოს ამ სფეროების თავისებურებანი. ერთი კურსის ღირებულებაა 150 ლარი. სასწავლო კურსებზე რეგისტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/stsavleba_mimdinare.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)