|
2017-06-16 16:36:09, 1924 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო: მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ხიკმერ გაჯიევმა განაცხადა. როგორც ხაჯიევმა აღნიშნა, საკითხის განხილვა 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. "ამასთან, პლენარულ სესიაზე დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მიეღოთ აღნიშნული რეზოლუცია. კერძოდ, დეპუტატების ნაწილი რეზოლუციის მიღების გადადებას ითხოვდა, ნაწილი კი მის მიღებას. რეზოლუციის მიღების გადადებას 272 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი თავი შეიკავა", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)