03:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 13:51:53, 2258 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გოცირიძე: ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციები გამარჯვებულ პარტიას დაუმსახურებელ პრივილეგიას აძლევს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციები თავდაპირველ ვარიანტს სჯობს, ნორმა მაინც უსამართლოა.

დეპუტატის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა გამარჯვებულ პარტიას დაუმსახურებელ პრივილეგიას აძლევს. 

„პოლიტიკურად გაუმართლებელია, რომ გამარჯვებული პარტია იმაზე მეტს ითხოვდეს, რაც მას ხმების სახით, ხალხმა მისცა. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიის კომპრომისი გამოწვეულია ხელისუფლების სიჯიუტით და ალბათ მუქარით, რომ ის პროპორციულ სისტემაზეც უარს იტყოდა. მაჟორიტარების ვითომ ბუნტის სპექტაკლი მოაწყვეს, რათა ვენეციის კომისიაზე ზემოქმედება მოეხდინათ და რათა მათ არ ჩაეთვალათ, რომ შესაძლებელია ის სისტემა საერთოდ გაუქმებულიყო, რომელზეც გადასვლას ვაპირებთ. ფაქტობრივად, ეს ვენეციის კომისიაზე ზეწოლა და შანტაჟი იყო, რადგან ვხედავთ, რომ ხელისუფლება საკუთარი სასტარტო უპირატესობის მოპოვებას ყველა გზით ცდილობს, რაც მათ ისედაც აქვთ ძალოვანი უწყებებით, არაფორმალური მმართველობის სხვა ბერკეტებით, ადმინისტრაციული რესურსებით და ახლა უნდათ, რომ კონსტიტუცია მათ სასარგებლოდ მუშაობდეს, რაც კარგი არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics