19:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 12:16:37, 1916 ნახვა

საზოგადოება
ლიტველი პროფესორი საულიუს ვაიტკუსი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ენდონაზალური ქირურგიის მიმართულებას განავითარებს

“ნიუ ჰოსპიტალსის” გუნდს ლიტველი პროფესორი საულიუს ვაიტკუსი შემოუერთდა და ენდონაზალური ქირურგიის მიმართულებას განავითარებს.

საულიუს ვაიტკუსი 22 წლის წინ ლიტვაში პირველი ქირურგი იყო, ვინც ეს მიმართულება დანერგა. “ნიუ ჰოსპიტალსში” საულიუს ვაიტკუსი პაციენტებს კონსულტაციას გაუწევს და ოპერაციებს ჩაატარებს. ოპერაციები ჩატარდება შესაძლებელია როგორც ბავშვებისათვის ერთი თვის ასაკიდან, ასევე ზრდასრულთათვისაც. ენდონაზალური ქირურგია გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე, ხორცელედება სპეციალური ოპტიკური  ხელსაწყოების გამოყენებით რაც ქირურგს აძლევს  კონკრეტული დაზიანებულ უბნის კარგი ვიზუალიზაციის საშუალებას; ეს მეთოდი ნაკლებტრავმულია, ხოლო შედეგები ბევრად უკეთესი, ვიდრე ტრადიციული მეთოდის გამოყენებისას.

„ნიუ ჰოსპიტალსს ულტრათანამედროვე აპარატურა აქვს, რაც საშუალებას იძლევა უახლესი მეთოდებით ჩატარდეს სხვადასხვა სიმძიმის ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების მკურნალობა და ფუნქციონალური რეკონსტრუქცია. ჩვენ ვმუშაობთ ყველანაირი სირთულის პაციენტებთან, მათ შორის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებთან. მოხარული ვარ, რომ “ნიუ ჰოსპიტალსს” გააჩნია ყველანაირი სირთულის ოპერაციის მაღალ დონეზე ჩატარების რესურსი; ის რისთვისაც დღეს პაციენტები სხვა ქვეყნებში მიდიან და იქ იკეთებენ ოპერაციებს, დღეს უკვე “ნიუ ჰოსპიტალსშია” შესაძლებელი“, - განაცხადა საულიუს ვაიტკუსმა.  

ენდონაზალური ენდოსკოპიური ქირურგია ყველაზე თანამედროვე და ნაკლებინვაზიურ მეთოდებს  მიეკუთვნება. თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიის საშუალებით უფრო მარტივი ხდება ცხვირიდან ცალკეული ოპერაციების ჩატარება. მათ შორის ადენოიდებისა თუ ტონზილების (გლანდების) ამოჭრა.

პროფესორ საულიუს ვაიტკუსთან კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 0322 190 190

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics