|
2017-06-15 17:56:04, 1842 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი IFAD-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელს, დინა სალეჰს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარების ახალი პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება ჯიშთა აღდგენის, ხელოვნური განაყოფიერების, საძოვრების რაციონალური გამოყენების და ამ კუთხით ტექნიკური დახმარების კომპონენტები. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროექტი, მთავრობის მიერ დამტკიცებულ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამასთან“ ერთად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც მეცხოველეობის დარგის განვითარებას, ასევე მაღალმთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)