|
2017-06-14 19:45:25, 2543 ნახვა
საზოგადოება
დავით როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მსახიობ დავით როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსახიობის მეგობრის ბესო ბერულაშვილის განცხდებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ,,მის სანახავად ვიყავი შესული და ვესაუბრე, დანარჩენს მისი მდგომარეობის შესახებ ექიმები იტყვიან”,- აცხადებს ბერულაშვილი. მისივე თქმით, თავდასხმის დროს, როსტომაშვილთან ერთად მისი ქალიშვილი იმყოფებოდა. ექიმები დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, რადგან ოჯახი მედიისთვის ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგია. ახლობლებს თავდასხმის მოტივზე საუბარი უჭირთ. შეგახსენებთ, იუმორისტ დავით როსტომაშვილს დღეს თავს დაესხნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)