|
2017-06-14 16:08:28, 1884 ნახვა
საზოგადოება
FAO-ს სათაო ოფისში საქართველოში აგროტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის შესახებ (Globally Important Agricultural Heritage Systems (GIAHS) სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმ,აციით, ევროპის და აზიის რეგიონის ქვეყნების მონაწილეებთან ერთად, შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი, გიორგი ღამბაშიძე ესწრებოდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა სამეცნიერო კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა იმ აგროლანდშაფტების შესახებ, რომლებსაც შეიძლება GIAHS-ის სტატუსი მიენიჭოს, რაც მნივშენლოვნად შეუწყობს ხელს აგროტურიზმის განვითარებას და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)