|
2017-06-12 19:25:56, 1902 ნახვა
საზოგადოება
10-11 ივნისის ღამეს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში არსებული სახნავ-სათესი მიწების 99 % დაიცვა
მიმდინარე წლის 10-11 ივნისის ღამის საათებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, კახეთის რეგიონში უპრეცენდენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. სეტყვის მარცვლის მოსალოდნელი ზომა 48 მმ-მდე მერყეობდა. კახეთის 8 რაიონში რაკეტებით დამუშავდა 4128 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. გასროლილი იქნა 500-მდე რაკეტა. აღსანიშნავია ის, რომ ამ რაოდენობის რაკეტები ერთ ჯერზე სისტემის არსებობის განმავლობაში პირველად იქნა გახარჯული. ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, დამუშავება მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, აქტიური ზემოქმედების შედეგად, კახეთის რეგიონის თავზე განვითარებული უმძლავრესი ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ხოლო ნალექის დიდი ნაწილი რვავე რაიონში ძირითადად წვიმის სახით ჩამოიცალა. კახეთის რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემით დაცული 600 ათასი ჰექტრიდან სეტყვის მოსვლა დიდ ფართობებზე გაშლილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად მსხვილი სეტყვის განეიტრალება მოხერხდა თელავის, ყვარელის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში, სადაც დამუშავებული ნალექი ძირითადად ბრტყელი წვიმისა და წვრილი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.
(NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)