00:48 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 16:00:17, 2204 ნახვა

კომენტარი
რეპერი „მასტერი“ პოლიციელის როლის შემსრულებელზე ზეწოლას არ გამორიცხავს

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“, არ გამორიცხავს, რომ პოლიციელის როლის შემსრულებელის, გიორგი გაგუას მიმართ ზეწოლა განხორციელებულიყო.

როგორც მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ზეწოლის თაობაზე ეჭვს უჩენს ის, რომ პოლიციელის როლში მყოფმა სრული აბსურდი ილაპარაკა.

„არ ვიცი მასზე განხორციელდა თუ არა ზეწოლა, მაგრამ საეჭვოა, ისე საუბრობს. მე რომ ვნახე ვიდეო, საეჭვო იყო. არ გამოვრიცხავ, ზეწოლას ჰქონოდა ადგილი იმიტომ, რომ სრული აბსურდი ილაპარაკა. თქვა, რომ არ იცოდა მუსიკალურ კლიპს თუ იღებდნენ და ეგონა, რომ თავისთვის იღებდნენ ვიდეოს“,-განაცხადა „მასტერმა“.

მისივე ინფორმაციით, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებამდე მოხდა კლიპის დაბლარვა იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო  გაღიზიანდა.

„ წინა ღამით, სანამ ბიჭებს დაიჭერდნენ, ქებურიამ მომწერა მესიჯი, მე მგონი შსს მაგრად გაღიზიანდაო და აქედან გამომდინარე კლიპი დავბლარეთო. „აჭარა ნეტს“ დაურეკესო, ვკითხე „აჭარა ნეტი“  რა შუაშია-მეთქი და მითხრა,  მაგათ გადაიღეს კლიპიო“,-განაცხადა „მასტერმა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics