00:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 13:33:41, 2294 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა Birja Mafia-ზე: რაც კლიპში გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ჯგუფ Birja Mafias-ს მიერ გავრცელებული კლიპი, სადაც პოლიციელი გააშარჟეს, სამართალდამცველების მიმართ უპატივცემლობაა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ რეპერები კლიპის გამო დააკავეს, არასერიოზულია.

"რაც კლიპში გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა. ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მე პირადად ასე ვფიქრობ. თუმცა ამისთვის, მათ პასუხს ვერ აგებინებდნენ და საუბარი იმაზე, რომ - კანონი დავარღვიე მაგრამ რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, არასერიოზულია", - განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics